სოფელ ნაკიეთთან, უხვი ნალექის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა
სოფელ ნაკიეთთან, უხვი ნალექის შედეგად, გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ118 მონაკვეთზე (სოფელი ნაკიეთი), უხვი ნალექის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაწყდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.