სოფელ ნახშირღელეში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44, 03.02.2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო  პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი