სოფელ მატანში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

23:22, 14.12.2019

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრებ 28 წლის რობერტ ნაცვლიშვილს ოჯახის წევრები ორი დღეა, ეძებენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 12 დეკემბერს ღამით გავიდა და აღარავის უნახავს. ახლობლებს იმედი ჰქონდათ, რომ ახლომდებარე მონასტერში იპოვიდნენ, თუმცა არც იქ აღმოჩნდა.

სამძებრო სამუშაოებში შს სამინისტრო ჩაერთო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მსგავსი