სოფელ მამათის ტყეში ხანძარია
სოფელ მამათის ტყეში ხანძარია

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში ხანძარია.

შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის კერები დასახლებული პუნქტებიდან შორსაა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

„დღის განმავლობაში ახალი კერა გაჩნდა გურიაში, სოფელ მამათში. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.