სოფელ ლისის მოსახლეობა კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მშენებლობების აკრძალვას აპროტესტებს
სოფელ ლისის მოსახლეობა კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მშენებლობების აკრძალვას აპროტესტებს

სოფელ ლისის მოსახლეობა კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე თბილისის მერიის მიერ მშენებლობების აკრძალვას აპროტესტებს.

სოფლის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე რეკრეაციული ზონის სტატუსი ვრცელდება, რომლის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობის დაწყება იკრძალება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიწის ნაკვეთები კანონით მათ ეკუთვნით.

მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთისთვის საცხოვრებელი ზონის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, თბილისის მერიას სამასამდე ხელმოწერა წარუდგინეს. სოფელ ლისის მცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი გენერალურ გეგმაში ფუნქციური ცვლილებების შეტანის შემდეგ მიენიჭა.

როგორც მერიის საპასუხო განცხადებაშია აღნიშნული, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური საკითხს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის აღსრულების პროცესში მესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებით განიხილავს.