სოფელ კურდღელაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი
სოფელ კურდღელაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ- კრიმინალისტები.

ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.