სოფელ კონდოლში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
სოფელ კონდოლში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლთან ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები მანქანიდან მაშველებმა გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ემერჯენსის მთავარი ექიმის, მაია მრელაშვილის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„აღენიშნებათ მრავლობითი მოტეხილობები და ქალა-ტვინის ტრავმა, თუმცა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მდგომარეობა არაა, უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები“, – განაცხადა მრელაშვილმა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.