სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა
სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკვლელობა მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, საკუთარი სახლის ეზოში მამაკაცი მოკლეს, მისი მეუღლე კი დაჭრილია და გადაყვანილია საავადმყოფოში.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მკვლელობაში შესაძლო ბრალდებული იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს ღონისძიებები მის დასაკავებლად.

„გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აცხადებენ შსს-ში.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.