სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმი მოეწყობა
სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური მუზეუმი მოეწყობა

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილზე, ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური მუზეუმი მოეწყობა.

აღნიშნული ინიციატივა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებს გააცნო, რომლებსაც ზუგდიდში შეხვდა.

„სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი თანხმობა. ყველას გვაერთიანებს ერთი იდეა, რასაც საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჰქვია. სწორედ ეს იდეა გვხდის საზოგადოების წევრებს თანაზიარს სახელმწიფოს მშენებლობისა“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

პირველი პრეზიდენტის თანამებრძოლებთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნინო ვიბლიანი და კობა ქანთარია დაესწრნენ. შეხვედრაზე პრობლემებსა და საჭიროებებზეც ისაუბრეს.