სოფელ ხელთუბნიდან ექვსი ბავშვი ინტოკსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

15:03, 19.12.2017

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში ექვსი ბავშვი მოიწამლა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბავშვები ინტოკსიკაციით გორის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებიდან ოთხი 8 წლის არის, ხოლო ორი კი 11-12 წლის. ორივე მათგანი საავადმყოფოში მშობლებმა მიიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, მათ სავარაუდოდ წყალი დალიეს, რომელშიც ანტიფრიზი იყო გარეული.

 

მსგავსი