სოფელ კარალეთთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

23:18, 27.03.2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

„ნისანის“ მარკის ავტომანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახებისას მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკის მორიგე ქირურგმა, ლექსო ხეთაგურმა განუცხადა, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას მკურნალობა უტარდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მეორეს კი აღენიშნება კიდურის მსუბუქი ტრავმული დაზიანება.

მსგავსი