სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა, რის გამოც თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის გზის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია

21:33, 27.09.2025

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი–ახმეტა–ყვარელი–ნინიგორის საავტომობილო გზის 123-ე კილომეტრზე, სოფელ კაბალთან, ადიდებულმა მდინარემ კაბალისხევის ხიდი ჩაკეტა.

„შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით — შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი–ჭაბუკიანი–აფენი–კაბალის გზით და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი