სოფელ კაბალში ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
სოფელ კაბალში ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. „ნივის“ მარკის მანქანის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საწვავის გადამზიდ ავტომანქანას დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.