სოფელ იყალთოში ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

17:54, 24.08.2019

თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში დღეს ხანძარი იყო.

სოფელ იყალთოში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც რვა წევრიანი ოჯახი ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სახლზე სახურავიდან გავრცელდა. შედეგად არავინ დაშვებულა.

გარდა ამისა, სოფელ რუისპირში, ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა და საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება არსებობდა, თუმცა ადგილობრივებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლი დროულად ჩააქრეს. მიმდინარეობს ხანძრის კერების ლიკვიდაცია.

მსგავსი