სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 37 წლის კაცს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის საპირისპირო მხარეს გადასვლას ცდილობდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი მოტეხილობით და ტრავმული შოკით გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ჰქონდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მრავლობითი დაზიანება, განვითარდა სისხლდენა და პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა,“ – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვლმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.