სოფელ გურჯაანში მკვლელობა მოხდა
სოფელ გურჯაანში მკვლელობა მოხდა

კახეთში, სოფელ გურჯაანში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ა.ზ-მ სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს დაზიანებები მიაყენა.

ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეუღლე გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსშია“ გადაყვანილი.

მეზობლების თქმით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი ორ ოჯახს შორის, წლების წინ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაწყებული კონფლიქტია.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.