ნაგავსაყრელის გადატანას მოთხოვნით, სოფელ გულგულაში აქცია გაიმართა

11:23, 11.08.2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მოსახლეობის აქცია გაიმართა. ადგილობრივები სოფლიდან სამ კილომეტრში მდებარე ნაგავსაყრელის დაკონსერვებას და გადატანას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა ნაგავსაყრელისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა.

ადგილობრივების განცხადებით, ადგილზე არსებული ანტისანიტარიის გამო ფანჯრებს ვერ აღებენ და ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ. მათივე თქმით, ნაგავსაყრელთან ახლოს ჭაბურღილია, რომლითაც სოფელი გულგულა სასმელი წყლით მარაგდება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წყალიც და ჰაერიც მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

გულგულის ნაგავსაყრელზე კახეთის მუნიციპალიტეტებიდან ყოველდღიურად რამდენიმე ტონა საყოფავხოვრებო ნარჩენი იყრება.

აქციის მონაწილებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ.

მსგავსი