სოფელ გორელოვკას მოსახლეობა წყლისა და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს
სოფელ გორელოვკას მოსახლეობა წყლისა და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკას მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზა გადაკეტეს. მოსახლეობა წყალმომარაგებისა და საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვს.

აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ, რაც წყლის ცენტრალური მილზე ფერმების წყალგაყვანილობის სისტემა დააერთეს, პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ფერმა რამდენიმე ადამიანს აქვს, მათ შორის ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარეს სუმბატ კიურეღიანს. მათივე საკუთრებაშია სოფლის მიწებიც, რომლებითაც ადგილობრივები საძოვრად ვეღარ იყენებენ.

16 იანვარს სწორედ წყლის პრობლემა გახდა საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივების შორის დაპირისპირების მიზეზი. დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.