სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა
სოფელ გომთან, ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ათამდე ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა სოფელ გომთან მოხდა. ერთმანეთს ბათუმის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა დაეჯახნენ.

რამდენიმე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა.

ათამდე მგზავრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.