სოფელ გომის ტყეში ხანძარია
სოფელ გომის ტყეში ხანძარია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ვაკიჯვარის, ჭანიეთისა და ნატანების შემდეგ, ხანძარი სოფელ გომის ტყეს გაუჩნდა.

ცეცხლი რთული რელიეფის მქონე ტერიტორიას უკიდია.

მეხანძრეები ხანძრის სხვადასხვა კერაზე უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობენ.

გომში ვერტმფრენებს ელოდებიან. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ტყეში ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.