სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა
სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, „ტოიოტას“ მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა კონტაქტური შეიყვანეს. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს და ოპერაცია უტარდება.

ექიმები აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ოპერაციის დასრულებას ელოდებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.