სოფელ ღვანკითში 50-მდე მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება
სოფელ ღვანკითში 50-მდე მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში ამ დროისთვის 50-მდე პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

მისივე თქმით, ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები.

„მათზე მიმდინარეობს დაკვირვება. ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ კიდევ სხვა კონტაქტების გამოვლენაზე, ვინც შეიძლება იყოს დაკავშირებული ინფიცირებულებთან. სხვა მუნიციპალიტეტებში სიმშვიდეა. როგორც იცით, დღეიდან უკვე დაშვებულია ავტოტრანსპორტის მუშაობა, თუმცა ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელში ყველა ბლოკპოსტი კვლავ რჩება და აგრძელებს მუშაობას, სანამ საგანგებო მდგომარეობა არ მოიხსნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სოფელი ღვანკითი რამდენიმე დღეა, ჩაკეტილია.