სოფელ ღებში მდინარე ადიდდა [ვიდეო]

23:35, 28.07.2020

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში მდინარე ადიდდა.

წვიმის შედეგად ადიდებულმა ლათქიშორამ სოფელ ღებთან მისასვლელი გზის ნაწილი დატბორა.

ონის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ჩაკვაიძის თქმით, მდინარის ადიდების შედეგად საცხოვრებელი სახლები არ დატბორილა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ადიდებული მდინარის ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მსგავსი