სოფელ განთიადსა და სოფელ ბარეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება
სოფელ განთიადსა და სოფელ ბარეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წალკის მაღალმთიან სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განთიადსა და ბარეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განხორციელდება სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს შორეული მთიანი რეგიონების საჯარო სკოლების“ ფარგლებში.

„შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 72 კვირაა განსაზღვრული“, – ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.