სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაკავებულია ოთხი პირი
სოფელ ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - დაკავებულია ოთხი პირი

სოფელ ფონიჭალაში, გიგანტის დასახლებაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაკავებულია ოთხი ნარკორეალიზატორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ორი ქალი და ორი მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი.

შსს-​ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.