სოფელ ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა
სოფელ ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

სოფელ ფონიჭალაში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მამაკაცს საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებითაა დაწყებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.