სოფელ ფარცხანაყანევში თერმოსკრინინგი 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა

18:41, 18.04.2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში თერმოსკრინინგი უკვე 2000-მდე ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 56 პირი იმყოფება, ორი კი, კარანტინში გადაიყვანეს.

თერმოსკრინინგის შედეგად მაღალი ტემპერატურით ორი მოქალაქე გამოვლინდა, ორივე ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრშია გადაყვანილი. მათ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს.

„კოვიდ-19“ სოფელ ფარცხანაყანევის ოთხ მცხოვრებს დაუდგინდა. ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

მსგავსი