სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით აზომვითი სამუშაოები დაიწყო
სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით აზომვითი სამუშაოები დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ტექნიკური დავალება უკვე მზადაა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობის პროექტის მომზადება. მიმდინარე სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენელთან, ვახტანგ ცაგარელთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში გაკეთდება წყლის ჭაბურღილები და სათავე ნაგებობა, მოეწყობა ახალი ქსელი. პროექტის განხორციელება საბოლოოდ აღმოფხვრის სოფლის წყალმომარაგების პრობლემასა და ადგილობრივებს სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდებით უზრუნველყოფს.

სოფელ ხიბულაში 29 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას შეხვდა. მათ გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.