სოფელ ძირკოკის მკვიდრის, გაუჩინარებული ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება
სოფელ ძირკოკის მკვიდრის, გაუჩინარებული ვანო მახარაშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკის მკვიდრს, გაუჩინარებულ 34 წლის ვანო მახარაშვილს კვლავ ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები გუშინ ალაზნის სარწყავ არხშიც ჩატარდა, თუმცა ახალგაზრდა ნაპოვნი არ არის.

ოჯახი ამბობს, რომ მათ შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახს იმედი აქვს, რომ პოლიცია მათი შვილის კვალს აუცილებლად მიაგნებს.

34 წლის ვანო მახარაშვილი ფერმაში მწყემსად მუშაობდა. ოჯახმა ბოლოს ის ორი კვირის წინ ნახა, მას შემდეგ მახარაშვილი არც გამოჩენილა და არც არავის დაკავშირებია. ახლობლები ვანო მახარაშვილის მოძებნას ჯერ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, შემდეგ პოლიციასაც შეატყობინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს და შესაბამისი სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.