სოფელ დუისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება
სოფელ დუისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

პანკისის ხეობის სოფელ დუისში დღეს ხეობის მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, უხუცესთა საბჭოს და ადგილობრივ მოსახლეობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ. მალხაზ მაჩალიკაშვილი იმ სპეცრაზმელების დასჯას მოითხოვს, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, სოფელ დუისის მოსახლეობა აქციებს უკვე თბილისში გამართავს.

„დუისში იქნება აქციები, შემდეგ, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, ალბათ თბილისში გადაინაცვლებს. ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ვინც დაგეგმა და ეს მკვლელობა ჩაიდინა, ამ ადამიანების დასჯა, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თემირლანის უდანაშაულობა – აღნიშნულ მოთხოვნებს დავაყენებთ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.