სოფელ დოესში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

21:47, 03.05.2021

ორი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ დოესში. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.

ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეჯახების შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ერთ-ერთი მოსახლის ეზოში შევარდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.

მსგავსი