სოფელ დიღომში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლის კედლები ჩამოინგრა
სოფელ დიღომში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლის კედლები ჩამოინგრა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სოფელი დიღომში სავარაუდოდ აფეთქების შედეგად ორსართულიანი სახლის კედლები ჩამოინგრა.

„დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე მობილიზებულია ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.