სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში წვიმისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

დიდ დიღომში გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დატბორილ ქუჩებს ასუფთავებენ.

ადგილზე იმყოფებიან საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები. საბურთალოს რაიონის გამგებლის, გიზო ვასაძის განცხადებით, დაზარალებულებს დახმარებას გაუწევენ. მისი თქმით, ზარალის დათვლა მომდინარეობს.

ძლიერმა წვიმამ გვიან ღამით სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში პრობლემები შექმნა.

უამინდობის გამო, აღნიშნულ რაიონებში ქუჩები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. ასევე, დაიტბორა ბერი ანდრიას ფონდის შენობის პირველი სართული.