სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს

10:04, 25.03.2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამასთან, დაჭრილია სამი პირი.

შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი