სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა
სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა

ქუთაისში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ოფისის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა თავიანთ სოფელში ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ადგილობრივების თქმით, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად დააზიანებს.

„დაბინძურდება მდინარე, წყარო და ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი მოთხოვნაა, სპეციალისტებმა დადონ დასკვნა, სადაც რეალურად იქნება აღწერილი აქაური გარემო და არ იქნება დაწერილი ტყუილები, თითქოს ეს ადგილი იყოს უდაბნო. უდაბნო კი არა სამოთხეა. მოძებნონ სხვა ადგილი ნაგვის დასაყრელად. არ დავუშვებთ, რომ ნაგავი სახლების წინ დაგვიყარონ“,-განაცხადა აქციის მონაწილემ, ბერდია ცხადაბერიძემ.

ჭოგნარის მოსახლეობამ  დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობა ადრეც გააპროტესტა,  მათი თქმით, მშენებლობამ შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.