სოფელ ჭითაწყარში მამაკაცი ტრაქტორის დაჯახების შედეგად დაიღუპა
სოფელ ჭითაწყარში მამაკაცი ტრაქტორის დაჯახების შედეგად დაიღუპა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, კომპანია „აგრიჯორჯიას“ კუთვნილ თხილის პლანტაციაში მუშა დაიღუპა.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცს ტრაქტორი დაეჯახა. მიღებული ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.