გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში 51 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე საკუთარ ნათესავთან მოვიდა.
დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.