სოფელ ჩალაუბანში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

16:05, 05.01.2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა თბილისი-ბაკურციხის ცენტრალურ გზაზე საპატრულო პოლიციის საგუშაგოსთან მოხდა.

საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი