სოფელ ჭალაში მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სოფელ ჭალაში მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭალაში მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამარხი წარმოადგენს 1905 წელს გარდაცვლილი თავადის ღენტორ აბაშიძის განსასვენებელს, რომლის საფლავის ქვაზე შესრულებულია აკაკი წერეთლის აკროსტიხი: „ გამოსათხოვარი ღ მერთო მაღალო შენ განუსვენე ე რთგულსა შენსა ქრისტეს მიმდევარს ნ ეტარ ჰყავ იგი უკუნისამდე! ტ კბილი შეასვი აქ სიმწარით მკვდარს! ო ხვრით და ცრემლით გამოტარებულს, რ ისხვა არიდე მაღლით უფალო. ა ბრაამისა წიაღსა შინა ბ ინა მიუძღვენ შენ ძალთა-ძალო. ა ჰა მკითხველო! ეს ცრუ სოფელი შ ურის ბუდეა და უგნურების!. . . ი ცოდეთ ამბობს ამას ვინც ლოდქვეშ ძე ვს, ამბობს და თვით არ ეყურების!.