სოფელ ბუკნარის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქციას მართავს
სოფელ ბუკნარის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით აქციას მართავს

ქობულეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სოფელ ბუკნარის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ ერთი თვეა წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვთ.

„ერთი თვეა ონკანები დამშრალია, სად არ ვიყავით, სოფლის გამგებელთან, მერიაში, უმაღლეს საბჭოში, არავის აინტერესებს და ვართ ასეთ დღეში”,-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე ქობულეთის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ისინი უფრო მასშტაბური აქციით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეებთან ქობულეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მივიდნენ.