სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, 1974 წელს დაბადებული გ.ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა გ.ე. დაბა ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გ.ე. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.