სოფელ ბაშის მოსახლეობა კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებს
სოფელ ბაშის მოსახლეობა კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებს

სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები სოფელში კარიერული წესით საშენი მასალების მოპოვებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები კარიერთან სატვირთო ავტომობილებს არ ატარებენ. მათი განცხადებით, სოფლის ცენტრალურ გზაზე დღეში ხუთასამდე სატვირთო ავტომანქანა გადაადგილდება, რაც გზის სავალ ნაწილს აზიანებს.

მოსახლეობასთან შესახვედრად სამტრედიის მერი და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, პრობლემის მოგვარების გზებს მოიძიებენ და მოსახლეობას რამდენიმე დღეში მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა გზით არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება.

სამტრედიის მერის, ვალერიანე ფოცხვერიას განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნები სამართლიანია და მერია ყველაფერს გააკეთებს რომ მათი პრობლემები უახლოეს პერიოდში მოგვარდეს.