სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

სახლ-მუზეუმის აშენებამდე წმინდანის სახლის დანგრეული კედლების კონსერვაციის სამუშაოები განხორციელდა. მუზეუმი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცით და საკონფერენციო დარბაზით.

საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს დღეს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა წმინდანის ცხოვრებას დაბადებიდან მოწამეობრივ აღსასრულამდე.

მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ასევე საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.