სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის
სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ცეცხლი სავარაუდოდ, 10 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ვენახები, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, რამდენიმე კერძო პირის კუთვნილებაა.

ადგილზე მობილიზებულია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროს და თელავის სახანძრო სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.