სოფელ ბაჯითში სკოლა გაიხსნა, სადაც ოთხი ბავშვი ისწავლის

16:53, 17.09.2018

საჩხერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბაჯითშიმცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა გაიხსნა, სადაც ამ ეტაპზე ოთხი ბავშვი ისწავლის.

სკოლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გახსნეს.

სკოლაში იქნება ორი კლას-კომპლექტი. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და ღირებულებამ 600 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, იმერეთის გუბერნატორმა ახალი სასწავლო წლის დაწყება საჩხერის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა. სიმბოლურად მხარის რწმუნებული იმ სკოლაში მივიდა, რომლის კურსდამთავრებულიც არის.

 

მსგავსი