სოფელ ბადიაურში, ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
სოფელ ბადიაურში, ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბადიაურის ტბაზე 24 წლის ახალგაზრდა დაიღუპა.

ადგილობრივების განცხადებით, ახალგაზრდა ტბაზე მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იყო წასული. ის კუსტარულად დამზადებული თევზსაჭერი მოწყობილებით ცდილობდა თევზაობას, როცა დანადგარი მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად ახალგაზრდას დენმა დაარტყა, წყალში გადავარდა და დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.