სოფელ ატოცში ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა
სოფელ ატოცში ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა

ანტისაოკუპაციო აქცია ატოცში დასრულებულია. ახალგაზრდების ჯგუფი ქარელის რაიონში თბილისიდან ჩამოვიდნენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამონტაჟებულ ახალ ბარიერებთან აქცია გამართეს.

მათი თქმით, ქართველი ახალგაზრდობა არ შეეგუება ოკუპაციას, სწორედ ამიტომ მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია” წევრები ანტისაოკუპაციო მოძრაობას შეუერთდნენ და ადგილზე 24-საათიან პატრულირებას იწყებენ.

აქციაზე იმყოფებოდა პოლიტიკური პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაფ ჯაფარიძე, რომლის ინიციატივითაც საოკუპაციო ხაზთან ფლეშმობი მოეწყო, რა დროსაც რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პოლიტიკოსმა რუსულ საგუშაგოსთან შარვალი ჩაიხადა.