სოფელ ართანაში, ერთ-ერთ ობიექტზე მშენებარე კედელი ჩამოინგრა, დაშავებულია ოთხი ადამიანი
სოფელ ართანაში, ერთ-ერთ ობიექტზე მშენებარე კედელი ჩამოინგრა, დაშავებულია ოთხი ადამიანი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში,  ერთ-ერთ ობიექტზე მშენებარე კედელი ჩამოინგრა და შედეგად ოთხი მუშა დავაშავდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ნანგრევებიდან დაშავებულები უკვე გამოიყვანეს, ისინი კონტაქტური არიან და სასწრაფო სამედიცინო-დახმარების სამსახურს კლინიკაში გადაჰყავს.

შემთხვევის ადგილზე, სადაც სასტუმრო შენდებოდა, სამაშველო ეკიპაჟები იმყოფებიან.