სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა
სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში სასმელი წყალი სათავე ნაგებობიდან ერთეულებს აქვს გაყვანილი და სოფლის უმეტესი მოსახლეობა უწყლოდ არის დარჩენილი.

მათივე თქმით, ქსელში იმდენად მცირე რაოდენობის წყალი მოდის, რომ ვედროს ავსებას საათები სჭირდება.

ანაგაში ახალი რეზერვუარი ათი წლის წინ დაიდგა, თუმცა როგორც მოსახლეობა ამბობს, ისიც დაბინძურებულია.

ადგილობრივები ახალი ჭაბურღილების გაკეთებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.