სოფელ ალგეთის მცხოვრებლებმა სასმელი წყლისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნით წითელი ხიდისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს
სოფელ ალგეთის მცხოვრებლებმა სასმელი წყლისა და ბუნებრივი გაზის მოთხოვნით წითელი ხიდისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის მცხოვრებლებმა დღეს პროტესტის ნიშნად წითელი ხიდისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ორი წელია, სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება და ასევე, სოფელს არ აქვს ბუნებრივი გაზი.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი რამდენჯერმე იყვნენ მარნეულის მერიაში, სადაც პრობლემის მოგვარებაზე დაპირებები მიიღეს, თუმცა არ შესრულებულა.

აქციის გამო წითელი ხიდისკენ მიმავალ გზაზე საცობია, ძირითადად შეფერხებულია სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.